ზურაბ ხვედელიძემ ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლი დადგა
რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლი დადგა. თანამედროვე წარმოდგენა სიყვარულზე რეჟისორმა ლაშა თაბუკაშვილის პიესით გადმოგვცა.
რეჟისორმა, დასთან ერთად, სცენაზე დაჩისა და კატოს სიყვარულის ტრაგიკული ამბავი გადაიტანა.
,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა ბოლნისის კულტურის სახლში 30 მაისს შედგა.
პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.