ოზურგეთში ორსართულიანი სახლი დაიწვა
ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი 70 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.