ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში კულტურულ ღონისძიებას დაესწრო

სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოში ამერიკის დღეებთან დაკავშირებული ღონისძიება გამართეს. ქართული სექტორის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე , ასევე, ტრადიციული ცეკვები.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თვალყურს ადევნებდნენ ,,მაკლეინის’’ ასოციაციის წარმომადგენლები. ასოციაცია მეორე წელია, რაც ნახიდურის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს. ,,მაკლეინის“ ასოციაციის დაფინანსებით ფუნქციონირებს სკოლაში ცეკვისა და სიმღერის წრეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები