სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ადგილობრივების განცხადებით, სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა. დაზიანებულია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სტიქიამ  დააზიანა სოფელი შალაურიც, სადაც ძირითადად ასევე საკარმიდამო ნაკვეთებია დაზიანებული.
სეტყვა სოფლებში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები