სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში 1000 კმ2 მდე საერთო ფართობის ღრუბლის მასები დაამუშავა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 28 მაისს კახეთში, სიღნაღის რაიონში 1000 კმ2 საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა იქნა გასროლილი. საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების გამო, დამუშავება მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში.
მართვის ცენტრის მიერ, დღის მეორე ნახევრიდან, კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან 10 მ/წმ სიჩქარით შემომავალი ჩამოყალიბებული ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა. კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 30-40 მმ მდე იყო. სეტყვასაშიში ღრუბლების მასების დამუშავება მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. თუმცა ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება მოხერხდა.