მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დამოუკიდებლობის დღე, სტუმრებთან ერთად, ზუგდიდში აღნიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სტუმრებს ზუგდიდში, სამინისტროს სივრცეში უმასპინძლა, სადაც ხელოვნურ მწვანე საფარზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი სტენდები განლაგდა.
სტუმრებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიოი წარუდგინეს და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული სერვისები გააცნეს. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ პრომეთეს მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში ფოტოსურათები გადაეღოთ. გარდა ამისა, მსურველებს ზიპლაინით დაშვების საშუალებაც მიეცათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები