კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ნაგვის დაყრის გამო პირები დაჯარიმდებიან

კასპში ნაგვის დაყრის გამო პირები დაჯარიმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მიიღო.
„გარემოს, ქუჩების დანაგვიანების პრობლემა  ქვეყანაში და ჩვენს მუნიციპალიტეტშიც  სამწუხაროდ აქტუალურია.
მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები,   ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ხშირად მართავენ ქუჩების და საკუთარი ეზოს დასუფთავების ფართომასშტაბიან აქციებს. სამწუხაროდ მოსახლეობის ნაწილი,  ნარჩენებს ქუჩაში და ურნის მიღმა ყრის. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება,  ქალაქის და გარემოს დასაცავად გამოიყენოს საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსი,    რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა, დღეს ქალაქში გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს. სადაც მოსახლეობა წინასწარ გაეცნობა საქართველოს კანონის, ნარჩენების მართვის კოდექსის საჯარიმო სანქციებს“, – აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები