ლამისყანასა და კოდისწყაროში გზა მოასფალტდება
სოფელ ლამისყანის და კოდისწყაროს გზის მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები გააქტიურდა. სამუშაოების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს და მასზე 1 131 660 ლარი იხარჯება. მოსახლეობა, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილებას კეთილმოწყობილი, მოასფალტებული გზით შეძლებს