ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქვემო ქართლის ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო

ქალაქ რუსთავში, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო. ფორუმში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეს BUSINESS GEORGIA-ს რიგით მეორე ბიზნესფორუმი იყო, რომელმაც წარმატებულ ბიზნესმენებს, მსხვილ ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოების, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნასთან დაკავშირებით. ​
ფორუმზე მიმოიხილეს რეგიონის განვითარების დინამიკა და ტენდენციები დარგობრივ ჭრილში, კერძოდ კი, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
რეგიონული ფორუმების სახით BUSINESS GEORGIA-ამ მიზნად დაისახა მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე ბიზნესმენების დაინტერესება იმ საინვესტიციო რესურსებით,რითაც საქართველოს თითოეული რეგიონი უხვად არის დაჯილდოებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები