ედიშერ ქარჩავა მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომა ღია უნდა იყოს

ე.წ. ციანიდის საქმის პირველ წინასასამართლო სხდომას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავაც დაესწრება. ქარჩავა მიიჩნევს, რომ სხდომა არ უნდა დაიხუროს.
„მე მხარე არ ვარ, როგორც დაინტერესებული მხარე, ისე ვესწრები სხდომას. ჩემთვის ორივე მხარის პოზიცია მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რა არგუმენტი აქვს დაცვას, როცა ითხოვს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. ჩვენ პოზიციას არ ვაფიქსირებთ. ჩემი აზრით, სხდომა ღია უნდა იყოს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს, ადვოკატები და თავად ბრალდებულიც მომხრე არიან, რომ სხდომა ღია იყოს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლებიც, პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობას ამტკიცებს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები