“პირველადი მოხმარების 15 პროდუქტზე იქნება განსაკუთრებულად დაბალი ფასები – შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე დამდგარი შედეგი არის,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ხელისუფლება მიდის სწორედ ევოლუციის გზით, ბიზნესთან ერთად. ეს მოდელი საფრანგეთსა და საბერძნეთში მუშაობს და ამ მოდელის მიხედვით, მართლაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან 15 პროდუქტზე არის ძირითადად საუბარი, რაც პირველადი მოხმარების არის და რაც მოწყვლადი ჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად დაბალი ფასებით იქნება ამ აუცილებელი პროდუქციის მიწოდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე დამდგარი შედეგი არის“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში სპეციალური სტენდები გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების ე.წ. სოციალურ კალათაზე.