ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტსა და მოლდოვას ქართული მედიების წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს

“ევროპარლამენტსა და მოლდოვას ქართული მედიების წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მიზანი არის ერთი რამ, რომ ადამიანების აზროვნება და მათი პოლიტიკური განწყობები მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. პოლიტკორექტული მედიით უნდა ხორციელდებოდეს. ანუ ეს არის თანამედროვე ენაზე მოთქმული მიდგომა, რასაც საბჭოთა კავშირის დროს მარტივად ერქვა – საბჭოთა იდეოლოგია უნდა ყოფილიყო ყველა მედიის განმსაზღვრელი. ევროპა მიდის უკან – საბჭოთა კავშირისაკენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები