კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება

​საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრის შემადგენლობით განისაზღვრა. საორგანიზაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
​კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, სერგი კაპანაძე, ირმა ინაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომისიაში შედიან ექსპერტები – ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი და ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური. საორგანიზაციო კომისიის წევრია თორნიკე ჭეიშვილიც.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 108 წევრის მიერ ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები