„მოსახლეობასთან შეხვედრებზე „ქართული ოცნება“ მარტო არ უნდა დავტოვოთ“- რას გეგმავს ოპოზიცია

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაჩერებლად, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. როგორც ვაშაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შესაჩერებლად და კონსტიტუციაში სწორი ცვლილებების გატარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ოპოზიცია სხვა აქტივობებთან ერთად, გეგმავს საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას გეგმავს და „ქართული ოცნების“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საზოგადოებისთვის ალტერნატიული ცვლილებების საჭიროებაზე ინფორმაციის მიწოდებას აპირებს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში არ იყოს დემოკრატიული არჩევნები. ამ ანტისახელმწიფოებრივი და კანონგარეშე ცვლილებების წინააღმდეგ გაერთიანებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ უნდათ, რომ გააუქმონ ბლოკები და ამით პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსპონ, მათ უნდათ, რომ წაიღონ გადაუნაწილებელი მანდატები, მათ უნდათ, რომ გააუქმონ საპრეზიდენტო არჩევნები … პირველ რიგში, ძალიან აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას საერთო სახალხო განხილვებში, ჩვენ ამ შეხვედრებზე ავუხსნით ხალხს, რომ ეს ცვლილებები მათთვისაც პრობლემაა. შეხვედრებს დაპირისპირება მხოლოდ მაშინ მოჰყვება, თუ ისინი მარგინალ ჯგუფებს გააქტიურებენ, რომლებიც კვერცხებით და ხელჯოხებით დარბიან ხოლმე ქუჩებში. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად მიიღებთ მონაწილეობას საერთო სახალხო განხილვებში. ამ შეხვედრებზე მარტო არ უნდა დავტოვოთ „ქართული ოცნება“ , იქ აუცილებლად გაჟღერებული უნდა იყოს ყველა ალტერნატიული მოსაზრება და კრიტიკული აზრი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს. პარალელურად, იქნება აქტიური შეხვედრები უცხოელებთან, აქტიურად ვიმუშავებთ ვენეციის კომისიასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ახალგაზრდობასთან. დამოუკიდებლად გავმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს აქტივობები შეაჩერებს „ქართულ ოცნებას“ და ვაიძულებთ, კონსტიტუციაში სწორი ცვლილებები გავატაროთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები