საფრანგეთის პრეზიდენტი: მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მისცემს, ხოლო მის კონკურენტზე – „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერზე მარინ ლე პენზე აცხადებს, რომ ის საფრანგეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
“ემანუელ მაკრონი არის ადამიანი, რომელიც საფრანგეთის და ევროპის ფასეულობებს წარმოადგენს. ამაზეა დამოკიდებულია ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ადგილი ევროპასა და მსოფლიოში“, – განაცხადა ოლანდმა.
ცნობისთვის, 23 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტირში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ. მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, ხოლო ლე პენმა – 21,53%. დამკვირვებლები მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება, მაკრონის გამარჯვებას პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები