მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის პრესმდივნის თანამდებობას დაუბრუნდა

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობას დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავად მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.
მისი თქმით, იგი აღნიშნულ თანამდებობაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაბრუნდა. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 20 მარტიდან შეუდგა.
„როგორც იცით, პატრიარქს ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ერთი თვის წინ მივწერე, თუმცა უწმინდესმა ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილა და ერთი თვის თავზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თანამდებობაზე დავბრუნდი. მე მას ორშაბათს, 20 მარტს შევხვდი და ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებ მუშაობას“,- განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოტკოველმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის პრესმდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები