თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

ახალ საფეიქრო საწარმოს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და პირველ ეტაპზე 24 ადამიანს დაასაქმებს. წარმოების გაფართოებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
ახალი საწარმოს ასაშენებლად, შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სამთავრობო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.
სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ. ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა – 280.35 მლნ. ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა – 10,311 ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები