ნაძალადევში კორპუსების წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 3 მისამართზე უკვე დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 10 კორპუსში კი სამუშაო პროცესი გრძელდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თემქის მე-3 მ.რ-ნის, მე-2 კვარტლის, 23-ე კორპუსის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია, სადაც მოძველებული მილები ახლით იცვლება. აღნიშნულ მისამართზე ასევე, დამონტაჟდება 12 სათვალთვალო ჭა. ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ მოწესრიგდება გზის საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის 13 პროექტი დააფინანსა. სამუშაოების საერთო ღირებულება 304 034 ლარს შეადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები კიდევ რამდენიმე კორპუსში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები