დავით სერგეენკო: შრომის ინსპექციას კომპანიებში გაუფრთხილებლად შესვლის და შემოწმების უფლება ექნება

​შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციას კომპანიებში გაუფრთხილებლად შესვლის და შემოწმების უფლება ექნება. დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას, შრომის ინსპექციის გაძლიერების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
“შრომის ინსპექცია შედარებით ახალგაზრდა სფეროა, მხოლოდ შარშან, წლის დასაწყისში დაფუძნდა და ზოგჯერ მათგან მცდარი მოლოდინებიც არის ხოლმე. ის ცვლილებები, რაც ახლა ხორციელდება, იყო გაწერილი ჯერ კიდევ დაფუძნების დროს. ამიტომ ეს ცვლილებები მიდის გრაფიკის მიხედვით,”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, კერძო ბიზნესის უმეტესობას შრომის ინსპექციის მიმართ ნეგატიური მოლოდინები და შიშები ჰქონდა.

​”თუმცა ისინი ამ პერიოდში დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის რაღაც სადამსჯელო ორგანიზაცია,”-დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები