პარლამენტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

24 მარტს, 19:00 საათზე, პარლამენტის თბილისის სასახლეში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის დუაენი საქართველოში – მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიმართავენ.
კონფერენციის ფარგლებში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოხსენებებს წარმოადგენენ.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერონ.
კონფერენციას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის დღის წესრიგი:
2017 წლის 24 მარტი; 19:00-20:00 საათი – საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე; პლენარულ სხდომათა დარბაზი
დღის წესრიგი:
18:45-19:00 – მონაწილეთა შეკრება
19:00-19:20 – მისასალმებელი სიტყვები:[1]
Ø ბ-ნი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
Ø ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი;
Ø ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Ø მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი, დიპლომატიური კორპუსის დუაენი საქართველოში;
19:20-19:50 მოხსენებები:[2]
Ø მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი;
Ø ბ-ნი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
Ø ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე.
კონფერენციას წაიყვანს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
კონფერენციის დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II დალოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები