შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი ეწვივნენ.
სტუმრებს სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთიან სამოქმედო გეგმას, რომელიც სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ლიკვიდაციის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს.
კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
სტუმრებმა სააგენტოს ახლადაშენებული შენობები, ინფრასტრუქტურა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები