ბოლნისის ძიუდოს დარბაზში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ბოლნისის ძიუდოს დარბაზში დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის, რომელიც უკვე მეთორმეტე წელია ტარდება.
გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზაზა გულბიანი ესწრებოდნენ. ტურნირი ორდღიანია და 19 წონით კატეგორიაში ჩემპიონობისათვის საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები იბრძოლებენ. გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვებენ. ტურნირზე დაწესებულია ანზორ მარგველანის სახელობის თასიც.
ორდღიან ტურნირში 2001-2006 წლებში დაბადებული 500-მდე ჭაბუკი მიიღებს მონაწილეობას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტი სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ბოლნისი სპორტული ტრადიციების მატარებელი მუნიციპალიტეტია და ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით.
ტურნირი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საერთაშორისოა და მასში მონაწილეობას იღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორსტსმენები, რაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მინდა მონაწილეებს წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები