ტრამპი: ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, მოლაპარაკებების წარმოება ერთადერთი მიზეზია თუ რატომ არიან დღეს ცოცხლები!
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანელები დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებების წარმოებაა.
„როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი გამოძალვის გარდა კარტები არ აქვთ. მოლაპარაკებების წარმოება ერთადერთი მიზეზია თუ რატომ არიან დღეს ცოცხლები!“ – წერს ტრამპი.