ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, ეუთო ოდირისგან მოისმინეს წინა საარჩევნოდ არსებული მდგომარეობა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად. გუშინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეუთო/ოდირისგან მოგვესმინა არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი დაკვირვების შედეგები ამ დრომდე. თუ რა ვითარება იყო წინასაარჩევნო გარემოს, მედიის, დაფინანსების, რეგისტრაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. დღესაც გაგრძელდება ეს პროცესი და ხვალ კი უკვე ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში ჩვენ შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს – არჩევნების თითოეულ კომპონენტს, დაწყებული უბნის გახსნიდან, კენჭისყრიდან და საბოლოოდ, უბნის დახურვა-შეჯამებამდე, შემდეგ ამ ყველაფრის გამოქვეყნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები