დავით მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთში ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა საკუთარი შეხედულება.

„ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება, წინასაარჩევნო კამპანია წარემართა, თუმცა ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, ვაკვირდებოდით, ბრიუსელის, ევროკავშირის მხრიდან მცდელობას, თვითონ საზოგადოებაზე, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს გავლენა, ზეწოლა. კონკრეტულად, ერთი პოლიტიკური ძალის მიმართულებით, მის მხარდასაჭერად, რაც რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ეს არის მცდელობა, ზემოქმედება მოახდინონ, ჩაერიონ უნგრეთის შიდა საქმეებში. საზოგადოებამ უნგრეთში თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი პოლიტიკური ძალა სურს ხელისუფლებაში.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები