„ეს გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ, ილოცოთ“ – პაკისტანის პრემიერმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოსახლეობას მიმართა

აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სთხოვა, რომ ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.

„ეს გადამწყვეტი მომენტია. ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.

„პაკისტანის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს პაკისტანი პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები