იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. ცეცხლის გადმოსვლას მართლმადიდებელი არაბების ტაძარში ყიჟინით შესვლა უძღვის წინ – ისინი არაბული შეძახილებით ადიდებენ ღმერთს. ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, რაც ტრადიციის ნაწილია.
უფლის საფლავის კარი ცვილის სანთლით არის დაბეჭდილი. მანამდე პოლიციამ სალოცავი შეამოწმა და იქ ყველა კანდელი და სანთელი ჩააქვრეს. საფლავზე კი ბამბას აფენენ, რომელზეც ცეცხლი უნდა გადმოვიდეს.
დიდი შაბათის ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოდან იწყება. ბერძნული საპატრიარქოს წარმომადგენლებს ბაირაღები შემოაქვთ. შიგნით შესვლამდე ტაძარში შეკრებილებს ზეთით სავსე ჩამქვრალ კანდელს უჩვენებენ.
საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობის შემდეგ, პატრიარქი თეოფილე განიმოსება და კვართით შევა კუვუკლიაში. ტაძარში მყოფებს ხელში უჭირავთ 33 სანთლის კონა, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს