სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ნატოსა და რუსეთს შორის შეტაკების წინააღმდეგია

უნგრეთს არ სურს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი შეტაკება და შესაბამისად, ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთს შეეჯახონ, რადგან [თუ] ეს მოხდება, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“, – აღნიშნა სიიარტომ სერენჩში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

მინისტრის თქმით, უნგრეთი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ამ შემთხვევაში „ისიც ომში აღმოჩნდება“.

„ჩვენ უკრაინელების წინაშე არაფრის ვალი არ გვაქვს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ევროპის კონტინენტი ომში უნდა ჩაერთოს… სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უნგრელი ხალხი, უნგრელი ახალგაზრდობა უკრაინაში არ გაიგზავნება, არავინ გაიძახება უკრაინის ფრონტზე“, – აღნიშნა სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები