ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა პარკში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილობრივი მედიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა.

„ჰერათის პროვინციის ინჯილის რაიონის სოფელ დახმირში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მშვიდობიანი მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა“, – იუწყება Seda-e Afghan-ი Telegram-ზე.

ინჯილის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაღუპულები და დაჭრილები სეიედ მოჰამად აღას შიიტურ სალოცავში მომლოცველები იყვნენ და იქ ადგილობრივ პარკში ისვენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები