ირაკლი მეზურნიშვილი – უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: შეუიარაღებელი თვალით ჩანს მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან
“შეუიარაღებელი თვალით ჩანს აქ მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან,” – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უნგრეთი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს.
„რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა.ვუსურვებ უნგრეთს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უნგრეთი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს. მაშინაც, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იყო მცდელობები ჩვენი ქვეყნის დასჯის. მაშინ უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან. უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.