ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები