გიორგი სვანიძე: 9 აპრილი არის დღე, რომელიც გვახსენებს ერთიანობას, სიმამაცეს და იმ უდიდეს ფასს, რაც ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, მუნიციპალიტეტის მერ ზამურ ჭითანავასთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად , ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

„9 აპრილი არის დღე, რომელიც გვახსენებს ერთიანობას, სიმამაცეს და იმ უდიდეს ფასს, რაც ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა. დღეს განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებთ იმ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ გზა გაუხსნა დამოუკიდებელ საქართველოს. ჩვენი ვალია, ეს ფასეულობები ყოველდღიურ საქმეში გავაძლიეროთ და ვიზრუნოთ ისეთ ქვეყანაზე, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება დაცულია.“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები