ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1953-ს მიაღწია.

მათივე ცნობით, ისრაელის მიერ ფართომასშტაბიანი დარტყმების დაწყების შემდეგ 357 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, 8 აპრილის დარტყმების დროს „ჰეზბოლას“ 180 მებრძოლი მოკლეს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს 6303 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1223 ოთხშაბათიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები