სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მრავალი ცნობილი ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 14 ადამიანის დაპატიმრების ორდერი გაიცა.
დილის საათებში კონკრეტულ მისამართებზე ერთდროული რეიდი ჩატარდა. ოპერაციების დროს ეჭვმიტანილები, მათ შორის მსახიობები და მუსიკოსები, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულ ცნობილ პირებს შორის, პოპულარული მსახიობი, ბურაკ დენიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს 1 გრამი აკრძალული საშუალება, მარიხუანა აღმოაჩინეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.