ბათუმში, შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსში განთავსებულ სპა-ცენტრში გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.