გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს
გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მერიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
“37 წლის წინ თბილისში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათეულობით ადამიანი შეეწირა. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს.” – აცხადებს გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე.
9 აპრილის მემორიალთან დღეს სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი დიდი ხუთშაბათის მსახურებასაც დაესწრო.