ვლადიკავკაზში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – დაიღუპა 2 ადამიანი

ვლადიკავკაზში, პიროტექნიკის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები ნანგრევებიდან ამოიყვანეს, – ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს თქმით, კიდევ 15 ადამიანი დაშავდა.

აფეთქების შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები