ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე, მოეწყო 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი მცირე ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები