კასპის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების დასაქმების მხარდასაჭერად, შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, USAID-ის პროექტ “ზრდის” და სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ერთობლივი ინიციატივის – „რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმებას მხარდასაჭერად“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ დასაქმების ახალი ონლაინ პორტალი www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად.

„კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „ალდაგის“ ონლაინ სააგენტო ქსელში დასაქმების თაობაზე და onjob.ge-ზე დარეგისტრირების მსურველებს ადგილზე გაუწიეს სათანადო დახმარება.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგისა“ და USAID-ის ურთიერთანამშრომლობა ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი „ზრდა“ და კომპანია „ალდაგი“, სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, განახორციელებენ მოსახლეობისათვის ისეთი სადაზღვევო პაკეტების შეთავაზება -გავრცელებას, როგორიცაა მოსავლის, პირუტყვის, ავტომობილის და სიცოცხლის დაზღვევა. ამასთან, პროგრამა ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობათა დასაქმებას და პროექტის სამიზნე რეგიონების საზღვრისპირა თემებში დაზღვევისა და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
„ალდაგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ინოვაციური პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. სოციალურ სფეროში, თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება „ალდაგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი ინტერნეტპორტალი, რომელიც ონლაინ სამუშაო ქსელს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი, საშუალებას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ სტაბილური შემოსავლის წყარო. 16 წლის ზემოთ, ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, დარეგისტრირდეს www.onjob.ge– ზე.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად, სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები