“ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ზოგადად ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომაც არის, რომ დღეს მთელი ევროპული საზოგადოების ყურადღება სწორედ აქეთკენ არის მიპყრობილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე ამიტომ ბუნებრივია ერთიორად არის გაზრდილი საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებით.
„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ნება იყოს ასახული.
ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მიმართ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმებს, უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.