ყველა გემმა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილებას გეგმავს, თეირანის მიერ შემოთავაზებული ორი ალტერნატიული მარშრუტი უნდა გაიაროს, რათა ნაღმთან შეჯახების საფრთხე თავიდან აიცილოს,- შესაბამისი ბრძანება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნეს.
„სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში არსებული სამხედრო სიტუაციის, ასევე ზღვაში სხვადასხვა გემსაწინააღმდეგო ნაღმის პოტენციური აღმოჩენის გამო, ყველა გემი, რომელიც აპირებს სრუტის ტრანზიტს, ვალდებულია, ჰორმუზის სრუტეში მყოფი IRGC-ის საზღვაო ძალებთან კოორდინაციით, გამოიყენოს ალტერნატიული მარშრუტები შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „საზღვაო უსაფრთხოების პრინციპების დაცვის, ასევე საზღვაო ნაღმებთან პოტენციური შეჯახების თავიდან არიდების მიზნით“.
IRGC-ის დირექტივა სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით და უკან დაბრუნების ორ ალტერნატიულ მარშრუტს განსაზღვრავს. ორივე ლარაკის კუნძულის წყლებში გადის.