ირანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოჯტაბა ხამენეიმ პირადად მიიღო

ირანის უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აკონტროლებს და გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომის დასრულების შესახებ პირადად მიიღო.

ამის შესახებ TASS-ს ინდოეთში ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ მაჯიდ ჰაკიმ ილაჰიმ განუცხადა.

„ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება. ის თავის კაბინეტში მოდის, იღებს ოფიციალურ პირებს, პრეზიდენტს, პარლამენტის წარმომადგენელს და ისინი შეხვედრებს მართავენ. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მას ეკუთვნოდა“, – აღნიშნა ილაჰიმ.

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი, ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, რომელიც ორ მხარეს შორის შუამავალია, ისინი მოლაპარაკებებზე მიიწვია.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შეხვედრები პირდაპირი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები