ავღანეთში დიდთოვლობას 191 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დიდთოვლობის გამო ჩამოწოლილ ზვავებს საერთო ჯამში, 191 ადამიანი ემსხვერპლა და 300-მდე დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
მაშველებმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში 500-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ყველაზე მეტი ადამიანი ნურისტანის პროვინციაში დაიღუპა.
დიდთოვლობის გამო, ქვეყნის 20 პროვინცია დაზარალდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები