პრეზიდენტი სამართალდამცველებს მიმართავს – მოგიწოდებთ, გაორმაგებულად იმუშაოთ

საქართველოს პრეზიდენტი, გუშინ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებულებს ბოდიშს უხდის.
მარგველაშვილი დაშავებულთა მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოებამ, სტაბილურობამ და მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე.
„პირველ რიგში, მე ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა და მადლობა ვუთხარი პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ ავადმყოფებს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო სამართალდამცველებს – ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც ადამიანები, ვისაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, დღეს წვანან საავადმყოფოში მძიმე ჭრილობებით. ეს ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, – განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები