იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა დასრულდა – რას აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გვარამია-ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გაიმართა, დასრულებულია.
სხდომის დასრულების შემდეგ, ფაქტის კომენტირებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისთვის, მთავარი საზრუნავი სასამართლო სისტემის და კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მართლმსაჯულება წარიმართოს მშვიდ რეჟიმში. გვენეტაძის თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოც ელოდება.
„ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე განცხადების გაკეთებისგან საბჭო თავს შეიკავებს, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება დაველოდებით დასრულებას. ამ შემთხვევაში საბჭოს პრევენციული ღონისძიებები არის სასამართლო სისტემაში მუშაობის ნორმალური ტემპის გაგრძელება, ჩემთვის – როგორც სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა ფუნქციონირებდეს მშვიდ რეჟიმში“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ამასთან, დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, რომელშიც მათი საერთო პოზიცია იქნება დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები