„ჩემს მეხსიერებაში „თავისუფალი ზონის“ წევრების განცხადებები ამოტივტივდა, რომლებიც მანქანების დაწვაზე საუბრობდნენ“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება.
ბესელიას თქმით, აღნიშნული ფაქტის პარალელურად, მას ხურჩაში მომხდარი ინციდენტის კადრები და “თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებები გაახსენდა,რომელშიც ისინი დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობდნენ. ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„ჩემს მეხსიერებაში, ხურჩაში ადრე მომხდარი ინციდენტის კადრები და ცოტა ხნის წინ „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ამოტივტივდა, რომლებიც დესტაბილიზაციაზე და მანქანების დაწვაზე საუბრობდნენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ საქმე ამ სცენართან გვაქვს. ამ საქმის გარკვევა, პირველ რიგში, გამოძიებას მივანდოთ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გუშინ, ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები