თემურ მაისურაძე: მომხდარი აფეთქება გამიზნულია ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის

დარჩენილ სამ დღეში ვერანაირად ვერ მოხდება აფეთქების გამოძიება, სწორედ ამას ემსახურებოდა ის, რაც გუშინ “პირიმზესთან” მოხდა“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში, თემურ მაისურაძემ განაცხადა.
მაისურაძე აფეთქებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი სწორედ ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა სწორი განცხადება, მაგრამ გამთვლელის მიდგომაა სწორი, რადგან პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში ვერ უპასუხებს გამოძიების შედეგით, 3 დღეში ვერ მოხდება ფაქტის გამოძიება. ფაქტია, რომ ბოლო სამი დღე საინფორმაციო საშუალებები დაკავებული იქნებიან ამ ფაქტის ტირაჟირებით. ვის ინტერესში ჯდება მომხდარი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ ეს ყველაფერი ზუსტად გათვლილია ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა თემურ მაისურაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები