საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. – ამის შესახებ NDI-ის რეგიონულმა დირექტორმა ლაურა ჯუვეტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში 11 სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დელეგატია ჩამოსული.
„გუშინდელიდან მოყოლებული ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათთან განვიხილავთ წინასაარჩევნო გარემოს. ხვალიდან უკვე ჩვენი დელეგაციის წევრები რეგიონებში გადაინაცვლებენ და არჩევნებამდე იქ ჩაატარებენ სხვადასხვა შეხვედრებს. შაბათს, ბუნებრივია, დავაკვირდებით არჩევნებს და შემდეგ შევაჯამებთ კვირას დაგეგმილ პრესკონფერენციზე“, – განაცხადა ლაურა ჯუვეტიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები