საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს, გაცხრილონ პარტიები კრიმინალური ელემენტებისგან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს, გაცხრილონ პარტიები კრიმინალური ელემენტებისგან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან.
„მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, ეს ხალხი საშიშია, არამხოლოდ ქვეყნის დემოკრატიისთვის, არამედ პირადად მათთვისაც, ამიტომ, იპოვონ ძალა თავიანთ პოლიტიკურ პარტიაში და მოახდინონ ლეგალიზაცია და გაცხრილონ პარტია ასეთი ადამიანებისგან. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ასეთი ადამიანები აღმოაჩინონ და მათი ლოკალიზაცია მოახდინონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები