თემურ მაისურაძე: თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება პირდაპირ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში

„ეროვნული ფორუმის“ წევრი თემურ მაისურაძე „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს.
მაისურაძეს მიაჩნია, რომ შემთხვევის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი იკვეთება, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ მომხდარის შესახებ გივი თარგამაძე არ იქნებოდა ინფორმირებული.
„ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნაძალადევში, გუშინდელ ინციდენტსა და დღევანდელ დაანონსებულ აქციას შორის კავშირზეც საუბრობს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფაქტით ასწია მუხტი, დღეს დაანონსებული აქვთ აქცია, სწორედ ამ მუხტის ასაწევად უნდა ყოფილიყო ის, რაც გუშინ მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს თავად გივი თარგამაძეს არ უნდა სცოდნოდა, რადგან მას მოუწევს დაკითხვებზე სიარული, ასევე არსებობს სიცრუის დეტექტორი და ასეთ შემთხვევაში არანაირად არ იქნებოდა დამგეგმავისთვის ხელსაყრელი ის, რომ მსხვერპლს, ამ შემთხვევაში გივი თარგამაძეს, სცოდნოდა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ,“-განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა თემურ მაისურაძემ.
გუშინ, ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები